01/06/2023
14:07
პოლიტიკა
ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკური ნიშნით , მისი ოჯახის წევრების დევნაზე საუბრობს. საუბარია ხაბეიშვილის 12 წლის ძმისშვილზე, რომელიც, როგორც ირკვევა, კონკურსზე ნახევარფინალში არ გადაიყვანეს, ხოლო მერიის მიერ ორგანიზებულ და გასამართ კონცერტზე მოზარდი უკანა რიგებში დააყენეს. ოჯახი ყველაფერს სწორედ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება
"...მასწავლებელმა ირიბად, მაგრამ თან პირდაპირ გააჟღერა, რომ 10 ივნისს ტარდება კონცერტი, სადაც იქნებიან მერიის წარმომადგენლებიც და ანასტასია დააყენა იმდენად უკან, რომ არც გამოჩნდეს..." წერს ხაბეიშვილის ოჯახის წევრი ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტში.
ლევან ხაბეიშვილი ამ ფაქტთან დაკავშირებით წერს, რომ მის არასრულწლოვან ძმისშვილს სწორედ მის გამო სჯიან:
"საუბარი ჩემს 12 წლის ძმისშვილზეა ... ვცდილობ ავუხსნა ბავშვებს, რომ გულში არაფერი ჩაიდონ და არ გაბრაზდნენ ასეთ "ადამიანებზე" ...
ბავშვებს სჯიან იმის გამო, რომ მათი მამა 13 წელი ემსახურა, საკუთარი მკერდით, ჯანმრთელობის ხარჯზე, სახელმწიფოს და 10 წელია იძულებით ემიგრაციაშია, რადგან უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტ სააკაშვილს და მის ოჯახს იცავდა ... სჯიან ჩემს გამო ...
რა ვუპასუხო ამ ბავშვებს ? ან, რამდენი ბავშვი იჩაგრება ამ უსამართლო ქვეყანაში იმის გამო, რომ "მათიანი" არ არის ...
ბავშვთა დაცვის დღეს გილოცავთ უკან არ დავიხევ ასეთი სიმახინჯეები, რომ შევცვალოთ" წერს ლევან ხაბეიშვილი.
0
0