
ცოტა ხნის წინ უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ("მანჩესტერ სიტი"-"ინტერი") არბიტრად პოლონელი შიმონ მარცინიაკი დაამტკიცა - 42 წლის რეფერი, ვინც ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა იმსაჯა.
თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ უეფა-მ, შესაძლოა, მარცინიაკი შეცვალოს... პოლონეთში ულტრამემარჯვენეთა მიტინგზე სიტყვით გამოსვლის გამო.
საქმე ისაა, რომ იმავე მიტინგზე სიტყვა წარმოთქვა პოლონელმა პოლიტიკოსმა სლავომირ მენცენმა, რომელიც ცნობილია ჰომოფობიური და ანტისემიტური შეხედულებებით.
უეფა-ს სპეციალურმა კომიტეტმა მარცინიაკისგან ახსნა-განმარტებები მოითხოვა. თუ უეფა არ დაკმაყოფილდება არბიტრის მიერ წარმოდგენილი არგუმენტებით, 10 ივნისს სტამბოლში გასამართ ფინალს სხვა იმსაჯებს.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 ივლისიდან
06/07/2026
8 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
06/07/2026