04/04/2023
15:00
პოლიტიკა
„მე მინდა, რომ თქვენს მიერ გაკეთებული კარგი საქმეებიც ვახსენო დღეს, მაგრამ მინდა, ამავდროულად ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ არის ჩემპიონი, თავისივე გაკეთებული კარგი საქმეების გაფუჭებაში“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„მე ჩამოვთვლი სამ კარგ საქმეს, რომელი თქვენ გაგიკეთებიათ და ასევე გაჩვენებთ, როგორ აფუჭებთ თქვენს მიერ გაკეთებულ ამ სამ კარგ საქმეს. დავიწყოთ ვიზალიბერლიზაციით, რომელსაც თქვენ მიაღწიეთ - ნებისმიერი ნორმალური მმართველი პარტია, ამით სულ იამაყებდა. თქვენ კიდევ რა ქენით? მხარი დაუჭირეთ პრორუსულ კანონს და თქვენს მიერ გაკეთებულ კარგ საქმეს ჩრდილი მიაყენეთ.
მეორე კარგი საქმე იყო ის, რომ თავის დროზე, თქვენ თვითონ დაუშვით და გააჩინეთ იმის საშუალება, რომ „ბიბლიური თავისუფლების“ მეშვეობით, ადამიანებს სავალდებულო მონობისთვის თავი აერიდებინათ. ფაქტობრივად, თქვენ ამით სავალდებულო ჯარი გააუქმეთ თავის დროზე და დღეს, კენჭისყრა იქნება, რითაც ამ თქვენივე გაკეთებული კარგი საქმის გაუქმება გინდათ.
ჩემი გამოსვლა, თქვენს მიერ გაკეთებულ მესამე კარგ საქმეს ეხება. ეს კარგი საქმე არის მიწის რეფორმა, რომელიც ამ წუთას მიმდინარეობს. მე მინდა, დაბეჯითებით გთხოვოთ, რომ თქვენ ეს რეფორმა უნდა გააგრძელოთ, მაგრამ პარალელურ რეჟიმში რა ხდება - თქვენმა სამსახურებმა, სუს-ი იქნება ეს თუ პროკურატურა, საგურამოში დაახლოებით 270-ზე მეტ ადამიანზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე, 120 ადამიანი საპროცესო გარიგებით არის თაღლითად გამოცხადებული. ანუ, თქვენივე კარგი საქმის ფარგლებში, ადამიანებს მიწის სარეგისტრაციოდ მოსთხოვეთ ტყუილის თქმა. ახლა დეტალებში არ შევალ და აღწერით საქმე ერთი სოფლის მოსახლეობის მესამედზე. საზოგადოების მესამედი არც ერთ წესრიგში არ არის თაღლითი, თუ ძალით არ აცხადებ თაღლითად. როგორ შეიძლება რეგისტრაციები მიმდინარეობდეს და ამ რეგისტრაციებისთვის, ხალხს პროკურატურაში იბარებდნენ და იჭერდნენ? ასეთი 300 რეგისტრაციაა საქართველოში და თუ ეს საქმეები არ შეწყდა, მთელი რეფორმა გაგიჩერდებათ“, - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას იაგო ხვიჩიამ.
0
0