
არ არის ეს კვლევები თქვენი საქმე. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ, შვიდჯერ უნდა შეცდეთ, კაცო? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, კვლევების ჩატარება IRI-ის ძლიერი მხარე არაა.
ამასთან, ზარქუამ საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს ჰკითხა თუ რატომ შეჰყავს შეცდომაში რადიკალური ოპოზიცია.
„მინდა, IRI-ს კვლევას შევეხო, არადა კარგი ორგანიზაციაა, აფინანსებენ ტრენინგებს, მეც ვყოფილვარ რამდენჯერმე, მაგრამ არ არის ეს კვლევები თქვენი ძლიერი მხარე და შეეშვით, რა, თქვე დალოცვილებო. გახსოვთ თქვენ NDI-ის „ონავარი ნავარო“, „ჯიგარი“ რომ იყო, სადღაც 20%-იანი ცდომილება, რომ დაწერა. იმის შემდეგ, მერე მოხსნეს კიდეც და თქვეს, რომ არ არის ეს შენი საქმეო. იმას გადაუჯოკრა [IRI-მ], 30%-იანი ცდომილება როგორ უნდა დაწერო?! რანაირად უნდა გააკეთო?! ის სად არის ის, მუდმივად პირველი, რომ გყავდათ?! - ბაქრაძე. ის გააქრეს ეტყობა იმიტომ, რომ აღარ არის უკვე საინტერესო. „ბიჯო“, კაი, ჩვენ მოსახლეობამ ვიცით ახლა, ვის რა და როგორი რეიტინგი აქვს და მესამე ვადით სწორედ ამიტომ ვართ. ოპოზიციას რომ არა აქვს თვითდაჯერებულობა, აგერ, შუალედურ არჩევნებში ვერცერთში ვერ მიიღეს მონაწილეობა და პირდაპირ თქვენს აი, ამ უაზრო კვლევას, კვლევას ვერ დაარქმევ, სადაც დაწერეთ „იმაში“, რაღაც არაკომპეტენტურად, იქაც ხომ შეიძლება რაღაც ლამაზად გაანაწილოთ, რომ თქვენიანებმა მაინც დაგიჯერონ. მაგრამ მე სხვა რამეზე ვწუხვარ, ჩემმა „ხაბემ“ რომ დაიჯეროს ეს მართლა და არჩევნების დროს რომ მიიღოს ის 30-40%-იანი სხვაობა, მერე?! ფრუსტრაცია რომ დაემართოს ამ კაცს, სად მიდიხართ მერე?! არა გრცხვენიათ, კაცო?! რატომ აკეთებთ ამას?! დღეს ისეთი ტექსტი ჰქონდა ჩემს „ხაბეს“, აი, 14%-იანი პარტიის ლიდერის და თქვა აჰა, მოვედი და დაეტყო პარტიას. რატომ აკეთებთ ამას?! რატომ შეგყავთ, ისედაც შეცდომაში შეყვანა უნდა რადიკალურ ოპოზიციას?!“ - აღნიშნა ზარქუამ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა IRI-ის მოუწოდა კვლევების ნაცვლად, ახალგაზრდები დატრენინგებაზე კონცენტრირდნენ.
„ჰოდა, არ არის ეს [კვლევები] თქვენი საქმე, „ბიძია“. IRI-ის მივმართავ, შეეშვით! კონცენტრირდით, აგერ წაგიყვანთ წალენჯიხაში, უამრავი თემაა, ახალგაზრდები დავატრენინგოთ, გადავამზადოთ, შეგიძლიათ, კარგი პროგრამები გაქვთ. არ არის ეს კვლევა თქვენი თემა და შეეშვით, კაცო. მერამდენედ უნდა შეილახოთ ავტორიტეტი, თან ეს ამერიკელი ხალხის ფული არისო. ქალბატონმა დეგნანმა იცის ეს კვლევები თუ უმალავენ?! ამაზე უნდა გააკეთოს რეაგირება რა, იმიტომ, რომ სამარცხვინო მდგომარეობაში იგდებს თავს, მერამდენედ უკვე ეს ორგანიზაცია. ვწუხვარ იმიტომ, რომ კარგი რაღაც პროექტებიც აქვთ და იმას „მიაწექით“ რა! არ არის ეს კვლევები თქვენი საქმე. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ, შვიდჯერ უნდა შეცდეთ კაცო? და ბოლოს დააგვირგვინეთ 30%-იანი. „ხაბე“, მზარდია შენი რეიტინგი, მაგრამ მთლად 14-მდე არაა ბიჭო, არ დაიჯერო ეგა!“ - განაცხადა ზარქუამ.
გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები და გადადგმული ნაბიჯები ევროპულობას ამტკიცებს.
მისი თქმით, ეს აისახება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასა და თავისუფალ ვაჭრობაში.
0
0