11/04/2023
14:52
პოლიტიკა
ოპოზიციონერ დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით ფეისბუქსტატუსი ცხელ გულზე დაწერა, თუმცა სიმართე თქვა.
გოცირიძის თქმით, ზოგჯერ რაღაცაზე ცოტა დისტანციის შემდეგ უნდა ისაუბრო.
„შეიძლება, სტატუსი ცხელ გულზე დავწერე. ზოგჯერ რაღაცებზე შეიძლება დისტანცია. მეგონა, რომ დღეს პარლამენტში იქნებოდა აბობოქრებული პარლამენტი, რიგგარეშე სხდომა, ვამხელდით კორუმპირებულ მოსამართლეებს, კლანს და დროებითი საგალოძიებო კომისია შეიქმნებოდა, მაგრამ გაირკვა, რომ სხდომა ვერ იქნებოდა. ჩემი სტატუსი ცხელ გულზე დაწერილი იყო, ეს სიმართლეა, ოღონდ შეიძლება, უფრო გვიან თქმულიყო. ხანდახან რაღაცაზე ცოტა დისტანციის შემდეგ უნდა ისაუბრო, მაგრამ პოლიტიკა ისეთია, ყოველთვის გრძელ დისტანციაზე ვერ ირბენ“, – განუცხადა რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს.
რომან გოცირიძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა, შეცდომების მთავარი მიზეზი ყოველთვის იყო ის, რომ გადაწყვეტილებები არასდროს მიიღებოდა პარტიაში“.
0
0