19/11/2024
23:13
სოც-ქსელები
ჩემი სოლიდარობა ტელეკომპანია “იმედს”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, ტელეკომპანიის ჟურნალისტის მიმართ ადგილი აქვს „ფაშისტურ თავდასხმას“.
„ჩემი სოლიდარობა ტელეკომპანია “იმედს” და მეგი ნარსავიძეს - გამორჩეულ და უწესიერეს ჟურნალისტს! ვნახოთ, ვინ და რამდენი დაგმობს ორკების ამ ფაშისტურ თავდასხმას!”, - წერს მდინარაძე.
ტელეკომპანია „იმედის” ინფორმაციით, „უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო”.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაზიანებულია „იმედის“ ტექნიკა, „უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს“.
„მეგი ნარსავიძეს და მასთან ერთად მომუშავე ოპერატორს წყალი შეასხეს, არ აძლევდნენ მუშაობის საშუალებას და ვინაიდან, იყო ფიზიკური დაზიანების საშიშროება, „იმედმა“ მიიღო გადაწყვეტილება გადამღები ჯგუფების აქციიდან გამოყვანის შესახებ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები აგრესიას გამოხატავენ არა მხოლოდ იქ მომუშავე ჯგუფების მიმართ, არამედ მათი მხრიდან ისმის შეურაცხმყოფელი შეძახილები ტელეკომპანიის აწ უკვე გარდაცვლილი დამფუძნებლის - ბადრი პატარკაციშვილის მიმართ.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კი „იმედის“ ჯგუფს ასე მიმართა - გისურვებთ 7 ნოემბერს”, - ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024