14/12/2021
16:52
პოლიტიკა
იგი საერთაშორისო თანამეგობრობას აქტიურობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ტყვეების დაუყოვნებლივი გათავისუფლება ხდებოდა ხოლმე.
„ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ოკუპანტების მიერ ტყვედ აყვანილ ქართველ მებრძოლს მამუკა ჩხიკვაძეს.
მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას აქტიურად ჩაერთოს მისი სიცოცხლის გადარჩენისა და გათავისუფლების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ მეც ფაქტობრივად საოკუპაციო რეჟიმის ტყვე ვარ, ერთი წუთით არ მავიწყდება სხვა ტყვეების ბედი და ვთვლი, რომ მამუკა ჩხიკვაძე დღესდღეობით განსაკუთრებით საფრთხეშია.
ჩემი პრეზიდენტობის დროს, ყველა მსგავსი შემთხვევისას ჩვენ უსწრაფესად ვათავისუფლებდით ხოლმე ტყვეებს. სამწუხაროდ მსგავსი არაფრის თქმა შემიძლია არსებული მთავრობის უწყებებში ჩაბუდებულ ბანდფორმირებებზე, რაც ჩემს შეშფოთებას მამუკა ჩხიკვაძის ბედთან მიმართებით აათმაგებს“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.
0
0