
მოქალაქე ნინო ბორჩხაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილი ლუკა თოფურიძე ერთ-ერთმა მედიამ საზოგადოებას გააცნო როგორც ზონდერი და "ტიტუშკა".
როგორც ნინო ბორჩხაძე წერს, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ ასახავს და მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრებმა ეს საჯაროდ დააფიქსირეს, მათ ინფორმაციის გადასამოწმებლად და დასაზუსტებლად ამ კონკრეტული მედიიდან არავინ დაკავშირებია.
"მთავარი არხი•Mtavari Arkhi იდენტიფიცირება "შეძელით" ერთადერთი ადმიანის, რომელიც უნიღბოდაა და მსხვერპლს ეხმარება? რატომ არ მირეკავთ კომენტარისთვის? ჩემი შვილია ლუკა თოფურიძე. არც ტიტუშკაა, არც ზონდერი. არც დაჯგუფების წევრი. არც მაგ საქმეზე მისულა იქ. ან ის ქარდი ჩამოხსენით და მოძალადეების სახელები დაწერეთ სწორად, ან დამელოდეთ, რას ვიზამ, ეს ყველაფერი რომ მორჩება. ლუკას ცოლმა, მამამ და დედამ, სამივემ დავწერეთ საჯაროდ, რა მოხდა და რატომ იყო იქ. ველოდები თქვენგან პასუხს" - წერს ნინო ბორჩხაძე.
დღეს მთავარმა არხმა გამოაქვეყნა 4 პირის ფოტო, რაზეც ტელეკომპანია აცხადებს, რომ ისინი მონაწილეობდნენ TV პირველის ჟურნალისტისა და ოპერატორზე თავდასხმაში. მთავარი არხის მიერ, ერთ-ერთი იდენტიფიცირებული პირის დედაა ნინო ბორჩხაძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია.
"ვინ არიან შავი ფორმებისა და ნიღბების უკან მდგომი მოძალადეები რომლებიც ფულადი ანაზღაურების თუ ხელშეუხებლობის გარანტიების სანაცვლოდ ოლიგარქიული რეჟიმის დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ და სასიკვდილოდ იმეტებენ ყველას ვისზეც დავალებას მიიღებენ.
რამდენიმე "ტიტუშკას" იდენტიფიცირება "მთავარმა არხმა" უკვე შეძლო. ზუკა ძნელაძე, გიორგი კორძაია და გიორგი ლალიაშვილი (მეტსახელად "ბუბუკა") - ეს სწორედ ის ტიტუშკაა, რომელიც TV პირველის ოპერატორს გიორგი შეწირულს თავდასხმისას თავზე ახტებოდა. ეს მხოლოდ რამდენიმე მათგანია, დანარჩენი ტიტუშკების ვინაობის დადგენას "მთავრი არხი" ამ წუთებშიც ცდილობს."- ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელლებულ ინფორმაციაში.
0
0