-share.jpg)
ამერიკელი ტელეწამყვანი დევიდ ლეტერმანი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კიევის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურში, ქალაქის ყველაზე უსაფრთხო ტერიტორიაზე ესაუბრა.
საუბრის დროს სირენის ხმა გაისმა, რომელზეც არავინ რეაგირებდა. „რაზე მიუთითებს ეს?" - ჰკითხა შეშფოთებულმა ლეტერმანმა ზელენსკის.
"სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ ომი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
მხოლოდ მეუღლესთან და შვილებთან საუბრისას შემიძლია თავისუფლად სუნთქვა.
ბავშვებმა ომის შესახებ ბევრად მეტი იციან, ვიდრე ჩვენ. ჩემი შვილი 9 წლისაა. მან ყველა იარაღის სახელი იცის... თითოეული ჩვენგანი მსხვერპლს იღებს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენმა შვილებმა ამ ომს თავიანთი ბავშვობა შესწირეს,“ - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
დევიდ ლეტერმანის Netflix-ის შოუს ეპიზოდი - "ჩემს მომავალ სტუმარს წარდგენა არ სჭირდება" - ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, ორშაბათს Netflix-ის ეთერში გავიდა.
0
0