
ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ "შეთითხნილი" საქმეების ყველა დეტალი ოთარ ფარცხალაძის მიერ ფორმულირდება და “თანხმდება არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც”.
"სწორედ ფარცხალაძეს მიჰყავს ჩემი ე.წ. საქმეების ყველა დეტალი. ის პროკურორად მას შემდეგ დაინიშნა, რაც კბილაშვილმა უარი თქვა პატრონის დავალების შესრულებაზე და ჩემს წინააღმდეგ საქმეები არ აღძრა.
ფარცხალაძემ, რა თქმა უნდა, ყველაფერი იკადრა.
ამის შემდეგ ივანიშვილი იძულებული გახდა ის ე.წ. ,,ბოტასების საქმის“ გამო მოეხსნა, მაგრამ რეალურად ჩრდილიდან სწორედ ის მართავს პროკურატურასა და სასამართლოს.
ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი მის მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც.
ეს ყველაფერი მშვენივრად იციან ამერიკელებმაც", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
0
0
11 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
08/05/2026
შემოსავლების სამსახურის განცხადება
08/05/2026
საბურთალოზე კაცი მოკლეს
08/05/2026