10/04/2023
18:06
პოლიტიკა
ჩემი, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის მიზანია, გაძლიერდეს თანამშრომლობა, მხარი დავუჭიროთ მშვიდობასა და სტაბილურობას ამ რთულ პერიოდში,- ამის შესახებ, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბუიარ ოსმანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისივე თქმით, იგი შეხვდება არასამთავრობოებს და მათთან მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს
„ჩვენ უნდა ვეძებოთ შერიგების გზები, სადაც შესაძლებელია. ხვალ ვეწვევი რეგიონებს, რათა მოვუსმინო მხარეებს, დავინახო გამოწვევები. ფოკუსირება ადამიანებზე გახლავთ ჩვენი საბოლოო პრიორიტეტი. მე შევხვდები არასამთავრობოების წარმომადგენლებს და განვიხილავ საკითხებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ხაზი გავუსვა იმ უმნიშვნელოვანეს როლს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება თამაშობს, ძლიერ წვლილს, რომელიც მან შეიტანა დემოკრატიის მშენებლობაში საქართველოში. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს ძირითად დემოკრატიულ ინგრედიენტს. სამოქალაქო საზოგადოებასთან, ახალგაზრდობასთან ჩართულობა მნიშვნელოვანია და ხაზგასმულია ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლის, სამოქალაქო საზოგადოების და ახალგაზრდულ საკითხებში. ჩემი ვიზიტის ფარგლებში, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეუთო მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს სამი მიმართულებით ვალდებულების შესრულებას, რომელსაც წვლილი შეაქვს თქვენი შიდა რეფორმების პროცესში. ნება მომეცი დაგარწმუნოთ, რომ ჩემი, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის მიზანია, გაძლიერდეს თანამშრომლობა, მხარი დავუჭიროთ მშვიდობასა და სტაბილურობას ამ რთულ პერიოდში“, – განაცხადა ოსმანმა.
0
0