
“ებრძოლე დემონს, რომელიც აუცილებლად ჩაგისახლდება სულში...” - ასე გამოეხმაურა ქართველი მეომარი, უკრაინაში მოკლული ჯამბულატ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას და სამხედრო მოსამსახურეებს მიმართავს.
ხოფერია სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
"ებრძოლე დემონს რომელიც აუცილებლად ჩაგისახლდება სულში...
ჩემი პირველი ოცეულიდან ორმა თავი მოიკლა ..ერთმა ოთხი კაცი მოკლა.. რამდენიმეს გული გაუსკდა ძალიან მალე..
ესაა სამშობლოს მსახურების საზღაური და ხშირად უკან დარჩენილი ხალხის დამოკიდებულების შედეგი სამწუხაროდ..", - წერს არჩილ ხოფერია.
შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით ტრაგედია მოხდა საგარეჯოში. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
თავად თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ, თავი მოიკლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
0
0