-share.jpg)
ორი დღის წინანდელი ჩემი პროგნოზი ერთ დღეში ახდა. ლარის გაუფასურების შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გამოიტანა გასაყიდად - წერს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში:
"ორი დღის წინანდელი ჩემი პროგნოზი ერთ დღეში ახდა. ლარის გაუფასურების შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გამოიტანა გასაყიდად. ზედმეტად აპანიკდნენ-მხოლოდ 17 მილიონი დოლარი იყიდეს კომერციულმა ბანკებმა. არ მოუწევდათ მკვეთრი საპიროსპირო ცვლილების მოხდენა, რომ არ დახარბებოდნენ და არ განეგრძოთ აზარტულად დოლარების შესყიდვა. მუდამ ერთი და იგივე შეცდომები მოსდით. შეცდომა იყო ახლახან რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტული პუნქტით შემცირება. ამაზეც ვწერდი. მოკლედ, ან ჩემი პოსტები იკითხონ, ან ჩემი კატის დონის მისანი კატა იყიდონ, რომელიც უშეცდომოდ მკარნახობს რა მოხდება ახლო თუ შორეულ მომავალში. ქვეყნის მონეტარული ინტერესებიდან გამომდინარე, შემიძლია მივყიდო კიდევაც, ოღონდ ძალიან ძვირი დაუჯდებათ." - წერს გოცირიძე.
0
0