-share.jpg)
სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით საქართველოში შემოსულია დივერსიული ჯგუფები,
"დღეს არის დიდი საფრთხის ქვეშ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს დამპყრობელიც არის ძალიან დიდი პრობლემების ქვეშ. ნახეთ როგორი არეულობებია რუსეთში, მანამდე პრიგოჟინის აჯანყება იყო, წკიპზე არის რუსეთი, რუსეთი აუცილებლად ჩამოიშლება იმიტომ რომ მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ამას ყოველ დღე ვხედავთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად, რომ თავზე არ ჩამოგვემხოს ეს ჩამოშლილი რუსეთი, იგივე ჩრდილო კავკასიით, სადაც ახლა არის არეულობები და უბედურებები.
ჩემი ინფორმაციით, შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რომელიც არის შეიარაღებული, იმართებიან რუსეთის პირველი მთავარი სამმართველოს მიერ, რომელსაც ევალება არეულობის პირობებში ხელისუფლების ხელში აღება და ქვეყნის დესტაბილიზაცია. ამიტომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ყველა საეჭვო მოძრაობას. იმისათვის, რომ ჩვენ იყოთ კარგ ფორმაში, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შემოსული რუსების მიმართ." - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა,
ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში “სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეზე” ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა განახლდება.
0
0