20/04/2022
13:17
პოლიტიკა
მე უკრაინის პასპორტის ამაყი მატარებელი ვარ და ჩემი გული როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას ეკუთვნის – ამის შესხებ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეში ბრალდებულმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
“ჩვენი ამოცანაა ერთმანეთის გვერდზე თანადგომა. ნახეთ რა თანადგომა აჩვენეს უკრაინელებმა. მე უკრაინის პასპორტის ამაყი მატარებელი ვარ და ჩემი გული როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას ეკუთვნის. ამ ბრძოლაში მე დიდი ხანია ვარ. თავის დროზე პოლკ “აზოვის” შესაქმნელად მე მივავლინე გია ყუფარაშვილი. ჩემთან მუშაობდა, ჩვენ ერთად ჩამოვედით. მან მთხოვა ნებართვა, მე მაშინ შევხვდი ბელენცკის, პოლკის მეთაურს და დავსახეთ ერთად გეგმა, თუ როგორ დახმარებოდნენ ქართველები. მერე ბახვა ჩამოვიდა (ჩიქობავა), რომელიც გმირულად დაიღუპა. საქართველოს ჰყავს ნამდვილი გმირები. ჩვენ არ გვჭირდება კონფორმიზმი და უკან დახევა ნებისმიერ საფრთხის წინაშე.” – განაცხად ამიხეილ სააკაშვილმა.
0
0