ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს - გენპროკურორის ყოფილი მოადგილე თანამდებობიდან წასვლაზე განმარტებას აკეთებს
06/01/2025
11:14
საზოგადოება
A-
+A
საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც მან "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა პოსტი, დიდი ხნის ნაფიქრია და საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებს არ უკავშირდება.
"არ ვიმყოფები საქართველოში. ამ საკითხზე ვფიქრობდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში და დეკემბერში დავტოვე გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ სხვადასხვა განმარტებისგან." - განაცხადა ნათია მერებაშვილმა "რადიო თავისუფლებასთან".
ნათია მერებაშვილი ბოლო 18 წლის განმავლობაში უწყებაში მუშაობდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კი ის გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.
0
0
94
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%