
"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პროდასავლელი მიხეილ სააკაშვილი, ციხეში სავარაუდო მოწამვლის შემდეგ "სიკვდილთან ახლოსაა" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Sky News.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც "ხელმძღვანელობდა 2003 წლის რევოლუციას საბჭოთა გავლენის წინააღმდეგ, აცხადებს, რომ ციხეში მოწამლეს. ამჟამინდელი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ის საკმარის საკვებს არ იღებს".
მიხეილ სააკაშვილმა Sky News-თან განაცხადა, რომ იმ საავადმყოფოში, სადაც ის ციხიდან გადაიყვანეს, სიკვდილი უახლოვდება.
გამოცემის ცნობითვე, გასულ თვეში სააპელაციო სასამართლოში მოისმინეს დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადება, რომ სააკაშვილი ციხეში ყოფნისას მოწამლეს. "საქართველოს ხელისუფლება ამას უარყოფს და აცხადებს, რომ არ დაუშვებს მის ევროპაში სამკურნალოდ გადაყვანას", - წერს გამოცემა.
მათივე ცნობით, Sky News-ის ჟურნალისტს კლინიკაში შესვლაზე უარი უთხრეს, თუმცა მისთვის კითხვების გადაცემა ადვოკატის მეშვეობით მოახერხეს.
კითხვას, რამდენად ახლოსაა ის სიკდილთან, სააკაშვილი პასუხობს: „თავდაპირველად 120 კილოგრამი ვიყავი, ახლა 64 ვარ, თუ 60-ზე ნაკლები გავხდები, ექიმები მრავლობითი ორგანოს უკმარისობას წინასწარმეტყველებენ“.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კი მიხეილ სააკაშვილი ამბობს: "სულ საწოლში ვარ... ჩემი ძვლები იშლება და ეს გაუსაძლისად მტკივნეულია".
თარგმანი: მთავარი არხი
0
0