
ნიკა გვარამია ქართველ მაშველებს მადლობას უხდის და წერს, რომ “ლამის შიშველი ხელებით ისინი სამოქალაქო გმირობას სჩადიან ყველა სამაშველო ოპერაციის დროს”:
"ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით, დიდი მადლობა ქართველ მაშველებს!
მხოლოდ მათი პიროვნული გამბედაობის და პროფესიონალიზმის იმედზეა ეს ქვეყანა გაჭირვების ჟამს. ყოველი სამაშველო ოპერაცია მათი სიკვდილ-სიცოცხლის ხაზზე გადის.
ნორმალურ ქვეყნებში საკუთარი საქმის კეთილსინდისიერად და გამბედავად კეთება, ზოგადად, გმირობად არ ითვლება. მაგრამ იმ ქვეყნებში მაშველები კბილებამდე აღჭურვილები არიან, სამაშველო სამსახურს კი ჯარზე უკეთესი პროფესიული ტექნიკა აქვს, მაშველებს და მათ ოჯახებს - მაღალი ხელფასი და ერთერთი ყველაზე მაღალი სოციალური დაცვის პაკეტი. ეს არა მარტო მაშველთა ეფექტიანობას ზრდის მაქსიმუმამდე, არამედ მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკებს ამცირებს მინიმუმამდე.
საქართველოში კი ლამის შიშველი ხელებით მოქმედი, უდაბლესი ხელფასის პირობებში პრაქტიკულად ენთუზიაზმით მომუშავე მაშველები ნამდვილად სამოქალაქო გმირობას სჩადიან ყველა სამაშველო ოპერაციის დროს.გაუმარჯოს ქართველ მაშველებს! ისინი იმსახურებენ უკეთესს, და ისინი აუცილებლად მიიღებენ უკეთესს: შრომის პირობებსაც, აღჭურვილობასაც, ხელფასსაც და დაფასებასაც!
და ჩვენ და ჩვენი შვილებიც ვიმსახურებთ, რომ უფრო დაცულები ვიყოთ და არა მხოლოდ მაშველის პირადი გამბედაობის იმედის ამარა. და ჩვენც აუცილებლად მივიღებთ ამას!
ამ და წინა ტრაგედიებს ვეღარაფერი ეშველება, მსხვერპლს ვერ დავაბრუნებთ, უბედურებას მეხსიერებიდან ვერ წავშლით. მაგრამ მომავალი ჩვენია. არა "ოდესმე" მომავალი, არამედ ხვალინდელი დღე.ყველაფერი კარგად იქნება." - წერს ნიკა გვარამია
0
0
ვლადიმერ პუტინი ბადრა გუნბას შეხვდა
05/03/2025