
"ჩემი აზრით საპარლამენტო ცხოვრება კი არ უნდა წყდებოდეს, უნდა ვტოვებდეთ პარლამენტს" - ამის შესახებ ენმ-ის წევრი ეკა ხერხეულიძე პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან მიმდინარე აქციაზე აცხადებს.
მისი თქმით, საჭიროა არსებობდეს რადიკალური ნაბიჯები და ეს ნაბიჯები ქუჩაში აქტივობას უნდა ეტყობოდეს.
"ჩემი აზრით საპარლამენტო ცხოვრება კი არ უნდა წყდებოდეს, უნდა ვტოვებდეთ პარლამენტს.. შესვლის დროსაც ეს პოზიცია მქონდა... დღეს ადამიანზე გვითხრეს, რომ ნებადართულია სიკვდილით დასჯა ეს ადამიანი არის ქართული თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი, მეტი ამ ქვეყანაში არაფერი მოხდება. უნდა არსებობდეს რადიკალური ნაბიჯები და ეს ნაბიჯები უნდა ეტყობოდეს ქუჩაში აქტივობას" - ამბობს ეკა ხერხეულიძე .
შეგახსენებთ, რომ ენმ-ის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო მუშაობას წყვეტს და საგანგებო რეჟიმზე გადადის.
0
0
შემოსავლების სამსახურის განცხადება
08/05/2026
საბურთალოზე კაცი მოკლეს
08/05/2026