
ჩემი ამოცანა არის, რომ სტანდარტი პოლიციის მიერ აქციების დაშლის, იყოს მსოფლიოში საუკეთესო - ამის შესახებ, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"ჩემი ამოცანა არის, რომ სტანდარტი პოლიციის მიერ აქციების დაშლის, იყოს მსოფლიოში საუკეთესო, სადაც არცერთ ადამიანს არანაირი საფრთხე არ დაემუქრება და არცერთი თმის ღერი არ ჩამოუვარდება. განსხვავებით ამ აქციებისგან, სადაც ვნახეთ უამრავი დაშავებული ადამიანი, ესეც ხომ არ არის საკამათო, ნაცემი ადამიანი, 200-ზე მეტი. მე შევხვდი პირადად. [...] ნაცემი დაკავებული ადამიანები ვნახეთ, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, სადაც ჩანს, ვინ ცემს, პოლიციელს ვგულისხმობ, ერთი შემთხვევა მაინც შეგიძლიათ თქვათ, რომ რომელიმე პოლიციელი პასუხისგებაშია მიცემული? - ასეთი შემთხვევა არ არის. ამიტომ ვამბობ, სამსართალი ცალმხრივი ვერ იქნება - თუ ვიღაცამ დააშავა, ამისთვის არსებობს კანონი და თუ პოლიციელმა დააშავა, ამისთვისაც არსებობს კანონი" - ამბობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.
0
0