
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის“ შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გივი თარგამაძე დაიბარეს. ის 3 აპრილის სხდომაზეა დაბარებული.
"ეს კომისია რომ შექმენით, მაშინვე დავწერე, ჩემდა თავად მანდ მიმსვლელის დედაცო. ახლა დილაადრიან ფოსტას რომ მოსაწვევი მოატანინეთ, რა იფიქრეთ, საკუთარ დედას პატივს აღარ სცემსო? იმისი არ იყოს - ახლა ეს რომ მოიყვანეთ, ამ ქვევრს რა, შეეშინდებოდა და ყელი გაუგანიერდებოდაო?
ამ რუსის ქალის პირადი წერილის საფუძველზე შექმნილ კომისიაზე მოვიდე? მაგ ინტერვიუს მერე რუსებმა ძებნაში რომ გამომაცხადეს, სობარ სუზარი საჯაროდ სწუხდა - რადგან, სამწუხაროდ, საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერი არ გვაძლევს გადაცემის უფლებას, ეგებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ჯგუფი შემოვუშვათ და აქ, ადგილზე დაკითხონო. ახლა უნდა, მაგათი შედგენილი კითხვარით თავად დამკითხოს? ხო, მართლა, ადამიანის უფლებები მე არ მებარა, მაგას ებარა, მანდ გიზით და რამე თუ გაინტერესებთ, მაგას ჰკითხეთ. უსაფრთხოება ებარა შრომის ინსპექციას, მე უშიშროება მებარა, გენიოსებო.
ამაფეთქეთ. თქვენი ხელიდან მკვდარი ვარ. ხოდა, მაგ კომისიაზე თეფში დაატრიალეთ, ეგებ ჩემი სული გამოგეცხადოთ. თან თქვენს მთავარ ჩეჩმას უყვარს ეგეთი რაღაცები". - წერს თარგამაძე Facebook-ზე.
გივი თარგამაძე კომისიაზე 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დაიბარეს.
0
0