
ყველაზე ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ჩელსის“ ფეხბურთელები 10-ბალიანი სისტემით შეაფასა.
ფინალში ლონდონურმა კლუბმა 3:0 დაამარცხა ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი.
პარიზელთა რიგებში ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღეს ნუნუ მენდეშმა, ლუკას ბერალდომ, ჟოაო ნევეშმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და უსმან დემბელემ – 2. 3 ბალით შეაფასეს დეზირე დუეს, ფაბიან რუისისა და ვიტინიას თამაში. 4 ბალი მიიღეს მარკინიოსმა და ჯანლუიჯი დონარუმამ. ყველაზე მაღალი შეფასება აშრაფ ჰაკიმის ჰქონდა – 5.
„ჩელსის“ ფეხბურთელებმა ასეთი შეფასებები დაიმსახურეს:
9 – კოულ პალმერი;
8 – რობერტ სანჩესი, მალო გუსტო;
7 – რის ჯეიმსი, მოისეს კაისედო, ჟოაო პედრო;
6 – ლივაი კოლვილი, ტრევო ჩალობა, ენცო ფერნანდესი, პედრო ნეტო;
5 – მარკ კუკურელია.
„ჩელსის“ მწვრთნელმა ენცო მარესკამ პალმერის მსგავსად 9 ბალი მიიღო, პსჟ-ის დამრიგებელმა ლუის ენრიკემ – 3. შეხვედრის მთავარ არბიტრს ალირეზა ფაგანის L’Équipe-მა „ხუთიანი“ დაუწერა.
0
0