
ჩეხეთში მოქმედი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი შესაძლოა, დაასანქცირონ. ამის შესახებ ჩეხური მედია წერს. როგორც ცნობილია, წინამძღოლის სანქცირებას ემხრობა ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „ანოს“ ლიდერი და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიშიც.
მიტროპოლიტი ილარიონი ამჟამად კარლოვი ვარიში მოღვაწეობს. ბოლო დროს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მისი რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან კავშირების შესახებ.
სწორედ ამის გამო განიხილება მის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.
„ჩეხეთის ყველა სახელმწიფო ორგანო ყურადღებით აკვირდება უცხოელი აგენტების მტრულ ქმედებებს და ყოველთვის მოქმედებს ჩეხეთის კანონმდებლობის შესაბამისად. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებზე კომენტარს არ გავაკეთებ და ვერც გავაკეთებ“, – უპასუხა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ მიტროპოლიტის შესაძლო სანქცირებაზე შეკითხვას.
0
0