
ჩეხეთის რესპუბლიკაში სამი მემარჯვენე პარტიის ლიდერებმა მმართველი კოალიციის შექმნის შესახებ განაცხადეს და თქვეს, რომ მათი მიზანია „განსხვავებული ევროპის“ შექმნა, რაც გაგებულია, როგორც „სუვერენული ეროვნული სახელმწიფოების თავდაჯერებული კავშირი“.
ანდრეი ბაბიში, არჩევნებში გამარჯვებული პარტიის „უკმაყოფილო მოქალაქეთა მოქმედების“ (ANO) ლიდერი, სავარაუდოდ, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გახდება. ის ამ თანამდებობას რამდენიმე წლის წინ იკავებდა.
კოალიციაში, ასევე, შედიან ანტიიმიგრანტული „თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის“ (SPD) პარტია და „ავტომობისლისტები საკუთარი თავისთვის“ პარტია. SPD მხარს უჭერს ჩეხეთის რესპუბლიკის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას, ხოლო „ავტომობილისტების პარტია“ აკრიტიკებს ევროკავშირის გეგმებს ავტომანქანების შიდა წვის ძრავების თანდათანობითი გაუქმების შესახებ.
ბაბიშის სურვილია, დასრულდეს პრაღაში კიევისთვის კოორდინირებული საბრძოლო მასალის მიწოდების პროგრამა და ჩეხეთის ბიუჯეტში სრულად გაუქმდეს უკრაინისთვის ნებისმიერი დახმარება. „ეს თანხები ჩვენს მოქალაქეებს უნდა გადაეცეს“, - განაცხადა 71 წლის პოლიტიკოსმა.
0
0