Reuters-ის ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა თავისი 27 წლის ძმისშვილი რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა.
„ჩემს ძმისშვილს, ხამზათ კადიროვს, მოწინავე თანამდებობებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და ის დაკისრებულ პასუხისმგებლობებს გაუმკლავდება“, - განაცხადა რამზან კადიროვმა.
ხამზათ კადიროვს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურაში თანამდებობები უკვე ეკავა, მათ შორის, ის იყო ჩეჩნეთის [რუსეთის ფედერალური რესპუბლიკის] ვიცე-პრემიერი.
მაისის დასაწყისში, ხამზათ კადიროვი, უკრაინაში მებრძოლი ჩეჩნური ქვედანაყოფების მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, მამაცობის ორდენით დაჯილდოვდა. 2023 წელს, მას ასევე გადაეცა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ღირსების“ მედალი.
0
0
საქართველოს ნაკრები უნგრეთში გაემგზავრა
30/09/2026