
ქართველმა მესაზღვრეებმა ჩეჩენ ჟურნალისტ ჟალაუდი გერიევს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს. ის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
გერიევი თბილისში ბუდაპეშტიდან 6 მაისს ჩამოვიდა. მისი თქმით, მესაზღვრეებმა მისი საბუთები გადამოწმებისთვის წაიღეს, შემდეგ კი ჟურნალისტი ცალკე ოთახში გამოიძახეს და უთხრეს, რომ მას ქვეყანაში შესვლა ეკრძალებოდა. მათ არ განუმარტეს მიზეზი, იტყობინება OC Media ვებგვერდი, რომელთანაც გერიევი ადრე თანამშრომლობდა.
”ყველაფერი ისე იყო, როგორც ჩვეულებრივ რუსულ აეროპორტში” - აღნიშნა მან.
ჟურნალისტი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკავშირებს ქართველი მესაზღვრეების მიკერძოებულ დამოკიდებულებას ჩრდილოეთ კავკასიის, განსაკუთრებით ჩეჩნეთის მკვიდრების მიმართ. გარდა ამისა, მას მიაჩნია, რომ საქართველო უარს ეუბნება შესვლაზე იმ ჟურნალისტებსაც, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებენ.
2016 წელს გერიევი შეიარაღებულმა ადამიანებმა გაიტაცეს. გერიევს ბრალი მარიხუანას შენახვაში წაუყენეს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. „მემორიალმა“ ის პოლიტპატიმარად აღიარა. გერიევი 2019 წლის აპრილში გაათავისუფლეს, წერს ვებგვერდი Kavkaz.Realii.
2014 წელს გერიევი ბუდაპეშტიდან ქუთაისში თვითმფრინავით ჩაფრინდა, შემდეგ კი საქართველოდან ჩეჩნეთში ჩასვლას აპირებდა. ქართველმა მესაზღვრეებმა ის აეროპორტიდან არ გაუშვეს და ქუთაისი-მოსკოვის რეისით რუსეთში გაგზავნეს.
0
0