"ჩატყდა დღეს ტალახაძის კარდონის საწოლი. იატაკზე მიწევს დაწოლა," - ამის შესახებ საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის სამედიცინო გუნდის წევრი, ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი რეაბილიტოლოგი - გიორგი ჭინჭარაული სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძეზე წერს.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვნებათაღელვა გამოიწვია ოლიმპიურ სოფელში მონაწილეთათვის განკუთვნილმა საწოლებმა, რომელიც მუყაოსგან არის დამზადებული და რომელსაც "ანტისექს" სტატუსი მიანიჭეს."პლანეტის ყველაზე ძლიერი კაცი ლაშა ტალახაძე მუყაოს საწოლზე დააწვინეს პარიზის ოლიმპიურ სოფელში" - ამ სათაურით გავრცელდა ქართულ სოცქსელებში ვიდეო ლაშა ტალახაძეზე. კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ "გაამაგრონ" ძალოსანის საწოლი.
რა არის "ანტისექს" ოლიმპიური საწოლი?
Forbes-ი წერს, რომ მუყაოს საწოლები პირველად ვირუსულად 2021 წელს გავრცელდა, მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მორბენალმა და მსუბუქმა ათლეტმა, პოლ ჩელიმომ მის შესახებ "ტვიტერზე“ დაწერა. მაშინ მან განმარტა, რომ ეს საწოლი განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ „სპორტსმენებს შორის ინტიმური სიახლოვე არ მომხდარიყო“.
"საწოლს ერთი ადამიანის წონის გაძლება შეუძლია. მომიწევს იატაკზე ძილში ვივარჯიშო“ - წერდა მაშინ ის.
ფოტოებზე, რომელიც მაშინ გავრცელდა, "ანტისექს"-საწოლი შეარქვეს და დადიოდა ხმები, რომ ისინი ისე იყო დაპროექტებული, რომ ინტენსიური ფიზიკური აქტივობის ან მასზე ერთზე მეტი ადამიანის არსებობის შედეგად დაიშლებოდა
"ანტისექს-საწოლები" ერთვარ ციფრულ ლეგენდად იქცა და სპორტსმენებმა მალევე უარყვეს ინფორმაცია მისი ფუნქციის შესახებ და სოციალურ ქსელში განათავსეს ვიდეოები, სადაც ისინი საწოლებზე ხტუნაობენ. ამით სურდათ, საწოლის სიმყარისთვის გაესვათ ხაზი.
თუმცა, მითი დაბრუნდა 2024 წელს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე. სპორტმენებმა კვლავ მიმართეს სოციალურ ქსელებს, რათა სიმართლე გაემხილათ: საწოლები სრულიად მყარია და ის ხელს არ უშლის ფიზიკურ აქტივობას.
სინამდვილეში, ისინი 200 კილოგრამს უძლებენ და ერთგვარ ეკოლოგიურ ინციატივას წარმოადგენენ, რომელსაც ოლიმპიური თამაშების დასრულებისთანავე გადამუშავებას დაექვემდებარება.
0
0