24/12/2022
17:17
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ ბუკინგემის სასახლიდან პრინცი ენდრიუ გააძევა, რომელსაც მანამდე რამდენიმე ტიტული ჩამოართვა. უფლებადამცველი ვირჯინია ჯუფე პრინცს გაუპატიურებაში სდებს ბრალს - იუწყება გაზეთი Sun წყაროებზე დაყრდნობით.
„პრინცი ენდრიუს ნებისმიერი ყოფნა სასახლეში დასრულებულია. მეფემ ნათლად განაცხადა, რომ ის არ ასრულებს სამეფო მოვალეობებს. ის საკუთარი ნებით მოქმედებს" - განუცხადა გამოცემას წყარომ.
აღნიშნულია, რომ პრინცი მაინც მიიღებს მონაწილეობას საშობაო სამეფო მიღებაში, რომელიც სანდრინგჰემის სასახლეში გაიმართება.
ნოემბერში გაზეთი ასევე იტყობინებოდა, რომ გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრინც ენდრიუს ჩამოართვა სადღეღამისო შეიარაღებული მცველები, რისთვისაც ბრიტანეთის ხაზინა ყოველწლიურად 3 მილიონ ფუნტს იხდიდა.
ბრიტანეთის პრინცი ენდრიუ ცნობილი გახდა უფლებადამცველმა ვირჯინია ჯუფეს გაუპატიურების ბრალდების გამო. ის ამტკიცებდა, რომ იორკის ჰერცოგმა ის ლონდონში მაშინ გააუპატიურა, როდესაც ის 17 წლის იყო. მედიამ მარტში გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრინცმა ენდრიუმ ჯუფრეს კომპენსაცია გადაუხადა და სასამართლო პროცესი შეწყდა. აღინიშნა, რომ კომპენსაცია, შესაძლოა, 12 მილიონ ფუნტს აღწევდა.
0
0