ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ სამეფო გვირგვინის პრინცი უილიამისთვის გადასაცემად მზადება დაიწყო. ამის შესახებ Daily Mirror იუწყება.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ექსპერტის, ტომ ქუინი დარწმუნებულია, რომ მეფემ გვირგვინის შვილისთვის გადაცემაზე ფიქრი კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ დაიწყო. ექსპერტი ფიქრობს, რომ მემკვიდრეობის გადაცემასთან დაკავშირებულ გეგმებს პრინც ჰარის არ უმხელენ. მიზეზი ჰარის რეპუტაციაა, რომელსაც „მედიასთან ოჯახური ამბების განხილვა უყვარს.
ქუინის თქმით, მეფის ავადმყოფობამდე, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა სულ მცირე, ათი წლის განმავლობაში არ გეგმავდნენ. ექსპერტის აზრით, პროცესების დაჩქარება შესაძლოა, დაავადების სიმძიმეზე მიუთითებდეს.
შეგახსენებთ, რომ 5 ექიმებმა ჩარლზ III-ს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით, დაავადება 75 წლის მონარქს პროსტატის გადიდებასთან დაკავშირებული მკურნალობის დროს აღმოუჩინეს.
0
0