
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს ყოფილმა აგენტმა დენის ფრანკსმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, პირი, რომლემაც ჩარლი კირკს ესროლა, სავარაუდოდ, მონადირეა.
„ზუსტი გასროლა ტექნიკურ უნარებზე მეტს მოითხოვს. მკვლელს დიდი თავდაჯერებულობაც დასჭირდებოდა. სამიზნე მანძილის გათვლა გამოცდილი მსროლელისთვის რთული არ იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სასროლეთში მისვლა და სამიზნით ვარჯიში, სწორედ ტერიტორიისა და თავდამსხმელის თავდაჯერებულობის კომბინაცია მიანიშნებს, რომ ჩარლი კირკის მკვლელი შესაძლოა მონადირე ყოფილიყო.
ქცევითი თვალსაზრისით, შემიძლია, ვიფიქრო, რომ ის მარტო მოქმედებდა. მინდა, მოსახლეობას მოთმინებისკენ მოვუწოდო. დარწმუნებული ვარ, რომ მსროლელი იდენტიფიცირდება, ხოლო მომდევნო ეტაპი მისი პოვნა იქნება“, - განუცხადა ფრანკსმა BBC-ს.
0
0