
ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა ჩარლი კირკის მკვლელობა 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმებს შეადარა.
ტულსი გაბარდმა ამ მოვლენებს შორის პარალელი გაავლო და აღნიშნა, რომ ორივე ფაქტი იმ ადამიანების მიერ განხორციელდა, რომლებიც იდეოლოგიებს ეყრდნობიან, კრიტიკასა და გამოწვევებს კი ვერ უძლებენ.
„ჩარლი 10 სექტემბერს მოკლეს. 11 სექტემბერს ქვეყანაზე მომხდარი ისლამისტური ტერორისტული თავდასხმიდან კი 24 წელი გავიდა. ახლა ამ მოვლენებს რაღაც საერთო აქვთ. ორივე მათგანი იმ ადამიანების მიერ განხორციელდა, რომლებიც იდეოლოგიებს ეყრდნობიან, რომლებიც ვერ უძლებენ კრიტიკასა და გამოწვევას. სწორედ ამიტომ მიაჩნიათ, რომ ერთადერთი გამოსავალი ძალადობრივი აქტის ჩადენაა, რათა გააჩუმონ ისინი, ვინც მათ ეწინააღმდეგება. სხვების დაშინება და ტერორი, ადამიანების გასაჩუმებლად – ეს არის ტერორიზმის განმარტება“, – აღნიშნა ტულსი გაბარდმა ვაშინგტონში, „კენედის ცენტრში“ სიტყვით გამოსვლისას.
0
0