21/04/2022
13:23
პოლიტიკა
პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ხაბეიშვილმა: ” პაპზე უფრო მაგარი კათოლიკეები ნუ იქნებიანო”…
არა ლევან რას ამბობ , ორივე შენ იყავი , “პაპიც და კათოლიკეც” ( როგორც შენ ამბობ)….ორივე შენ იყავი, დამითმია,ოღონდ გამოდით და დიდი დაფინანსება რომ გაქვთ პარტიას ( მიშას ხმებით) ხალხი გამოიყვანეთ ქუჩაში, რომ არ მოკვდეს მესამე პრეზიდენტი ციხეში, ქვეყნის სირცხვილია და თქვენიც ცხადია!” - წერს თაკო ჩარკვიანი.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” გეგმებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს მკაფიო გზავნილი ჰქონდა.
“კონკრეტულ გეგმასთან დაკავშირებით კონკრეტული მესიჯი ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს. რაც შეეხება განსხვავებულ პოზიციებს, ჩვენ ყველა დღე იმიტომ დავდივართ ციხეში ტყვე სააკაშვილთან, პუტინის ტყვესთან, რომ გავცვალოთ პოზიციები. აბსოლუტურად ნორმალურია, რომ პარტიაში მიმდინარეობს კონსულტაციები და ადამიანებს აქვს განსხვავებული პოზიცია. რუსთაველზე კი არ უნდა შევიკრიბოთ 10 და 15 ათასი, საუბარია 20 000 კაცის ზეიმზე. ბნელ ოთახში კატის ძებნის საჭიროება ნამდვილად არ დგას,”- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
0
0