16/05/2022
20:14
პოლიტიკა
“მივმართავ ბიძინა ივანიშვილს სახელი არ აგერიოს: ჩარჩო, რომელიც ბედავ, რომ ჩემი სამშობლოთი ივაჭრო. მაგას დაგანახებ, როგორ უნდა საქართველოს დამოუკიდებლობაზე ასე საუბარი, არც გავარამია არ გაწუხებს, არც მიშა სააკაშვილი გაწუხებს, შენ გაწუხებს ყველა, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვის და სავაჭროდ გჭირდება ეს ორი ადამიანი” – ა მის შესახებ პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ტვ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
“ჩემი სამშობლოთი ვაჭრობ და მაგას დაგანახებ, მიგიჭდებ ლურსმანს საქართველოს თავისუფლების გზაზე. წარმოდგენა არა გაქვს, ბავშობიდან გაზრდილი როა ადამიანი შენ მართლა ჩარჩო, რას ნიშნავს მისთვის საქართველოს დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი. შე, ჩარჩო, როგორც მოგიყვანე ჩემი ხელით, ისე წაეთრევი ამ ქვეყნიდან მოუსავლეთში პუტინის. ამას გეუბნები მე, ჯანსუღ ჩარკვიანის შვილი, რომელიც შე სულელო ჩარჩო, გეგონა, რომ რადგან ვებრძოდით რუსულ სისტემას და სწორად ვებრძოდით, როგორ გეგონა, რომ დამოუკიდებლობის ჰიმნის დამწერის შვილი დამოუკიდებლობის მხარეს არ იქნებოდა პუტინის მხარეს ჩარჩებოდა, იმიტომ რომ შენ გადმოგეგდო რაღაც ორი კაპიკი ხელფასები. თავში როგორ მოგივიდა შენ ჩარჩო შენ, ვისთანაც ვაჭრობ, იმასთან ივაჭრე. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს სახელი არ აგერიოს: ჩარჩო, რომელიც ბედავ, რომ ჩემი სამშობლოთი ივაჭრო. მაგას დაგანახებ, როგორ უნდა საქართველოს დამოუკიდებლობაზე ასე საუბარი, არც გავარამია არ გაწუხებს, არც მიშა სააკაშვილი გაწუხებს, შენ გაწუხებს ყელა, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვის და სავაჭროდ გჭირდება ეს ორი ადამიანი” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
0
0