
ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმა, რომელიც 2025-2027 წლებს მოიცავს, საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას ფონდის დამფუძნებელ ლელა რაზიკაშვილთან, სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროს დიმიტრი მუჯირთან და კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მუზეუმების სამმართველოს უფროს მაკა სოხაძესთან ერთად განიხილა.
პროექტის ფარგლებში კულტურის სამინისტროს მხრივ იგეგმება მუზეუმის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლება, გარე განათების მოწესრიგება, სამუზეუმო ექსპოზიციების შეცვლა და განახლება, ექსპონატების მოწესრიგება, რესტავრაცია/კონსერვაცია.
ამასთან ერთად, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამჟამად ახორციელებს ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, მუზეუმის საგამოფენო დარბაზებსა და მემორიალურ სახლს შორის გამყოფი ხევისა და დამაკავშირებელი ხიდის სრულ რეაბილიტაციას.
რეაბილიტაციის შემდეგ, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციაც დაემატება.
0
0