30/10/2021
17:15
სამართალი
„ეს არის საქმეში გამავალი ერთ-ერთი აუდიოჩანაწერი, რომელიც კანონიერი გზით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე არის მოპოვებული და წარდგენილი საზოგადოებისათვის. თავისთავად, ამან შეასრულა საპრევენციო ხასიათის როლი. მოქალაქეებს, ვინც შეიძლება ნებსით ან უნებლიეთ, მომხდარიყო ამ გაუგებრობაში, ჩვენ ამით მივაწოდეთ ინფორმაცია განზრახვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებას, დაპატიმრებული ადამიანის ტრანსპორტირებისთვის ხელის შეშლას და ა.შ. მათ შორის არ გამოირიცხებოდა არც სისხლისღვრა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩანაწერის ფიგურანტებმა არ უარყვეს მისი ავთენტურობა. ველოდებით მათ დაკითხვას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით. საუბრის შინაარსი შეიცავს სისხლის სამართლებრივ ნიშნებს, თუმცა ეს არის ვარაუდი, ვინაიდან გამოძიების პროცესში გამოიკვეთება უფრო მეტი მტკიცებულება, უნდა გამოვკითხოთ მოწმეები და შემდეგ შევძლებთ უფრო დადასტურებულად საუბარს. გარდა ამისა, ჩვენმა სამსახურმა წერილით მიმართა პენიტენციურ სამსახურს, რათა პატიმრის ეტაპირებისას გათვალისწინებული ყოფილიყო განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
0
0