
სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა “ქართული ოცნების” დეპუტატს, ალუდა ღუდუშაურს კიდევ ერთხელ მიმართავს და აცხადებს, რომ თბილისშია, დაპირებისამებრ ესტუმრა და კანცელარიაში წერილი დაუტოვა.
"ჩამოვედი და დაპირებისამებრ გესტუმრეთ, ბატონო ალუდა.
გესტუმრეთ მარტო, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ადამიანს უნდოდა ჩემთან ერთად აქ მოსვლა.
კომფორტზე და არც კარავი მომიტანია, ასე რომ ღამეებს აქ არ გაგითენებთ.
ვცდილობ, გადავლახო ბიუროკრატიული ბარიერები, რათა შევძლო თქვენი ნახვა და რამდენიმე საკითხის ახსნა, კერძოდ კი ის, რომ უკრაინაში რუსეთთან სამკვდრო-საციცოხლო ბრძოლაში მყოფი უკლებლივ ყველა ჩვენი მოქალაქე, რიგითი ჯარისკაცი იქნება ეს თუ მეთაური, ყველა გმირია.
აქ ვარ, და თუ თქვენ მოიცლით ჩემთვის, ამ ყველაფერს მარტივად აგიხსნით.
თუ ჩემთვის დაუძლეველი აღმოჩნდება ეს ბიუროკრატიული კედელი, მაშინ რა გაეწყობა, დაველოდები შემდეგ შანსს, ცხოვრება ამ შანსს მაჩუქებს, დარწმუნებული ვარ.
ბოდიშის მოხდა კი ნამდვილად არ ტეხავს.
ეს ისე, ლირიული გადახვევის ამბავში....
ვტოვებ ბატონ ალუდასთვის წერილს კანცელარიაშიც", - წერს ქაცარავა.
0
0