11/11/2024
16:25
სპორტი
ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო - ქართველი ფეხბურთელებისა და მათი მწვრთნელის ვილი სანიოლის ფოტოებს ნაკრების ოფიციალური "ფეისბუქგვერდი" ავრცელებს. ფოტოებზე არ ჩანან ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი და გიორგი მიქაუტაძე. ისინი ნაკრებს, სავარაუდოდ, მოგვიანებით შეუერთდებიან.
ამ რამდენიმე დღის წინ, მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ერთა ლიგის მატჩებში უკრაინას და ჩეხეთს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე თვეში ერთა ლიგის ორ შეხვედრას გამართავს.
ნაკრები ბათუმში, 16 ნოემბერს, უკრაინას დაუპირისპირდება, 19 ნოემბერს კი, ჩვენი გუნდი ჩეხეთს, ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება.
სანიოლმა ნოემბრის მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), სოლომონ კვერკველია (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)
0
0