
აღნიშნული გადაწყვეტილება სხვა პარტიებთან შეთანხმებით ნიკა მელიამ გაახმოვანა.
მანვე მხარდამჭერებს ბრძოლისკენ მოუწოდა:
“ხვალ, 3 საათზე ყველანი რესპუბლიკის მოედანზე. მათ გასაგონად კი, ვინც დააპირებს თბილისში ხვალვე ჩამოსვლას, თბილად ჩაიცვით და მოემზადეთ სამართლიანი, არაძალობრივი ბრძოლისთვის. ბრძოლა, რომელიც აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით. თუ არ დასრულდება გამარჯვებით, ამას ძალიან მალე დაინახავ ბიძინა ივანიშვილო.
ჯერ კიდევ გაქვს დრო ივანიშვილო, ღარიბაშვილო, კობახიძე და მალევე ჩაუპატაკებთ – გაუათარგმნით რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებსაც თუ რაზე ვსაუბრობ მე. გაქვთ დრო იმისათვის, რომ ადამიანი თქვენი ხელით გადარჩეს. თორემ, ჩვენი ხელით ამ ადამიანს აუცილებლად გადავარჩებთ. მაგრამ, ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, ადამიანი, რომელიც მოკლულია თქვენი ხელით, გადაარჩინოთ. ამიტომ, 3 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გელოდებით ყველას, ჩაიცვით თბილად”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
0
0