
ახალი სასწავლო წლიდან, დაწყებით კლასებში, ჭადრაკი, ახალი სავალდებულო საგანი ხდება. ლოგიკურად ჩნდება კითხვა - რატომ ემატება ჭადრაკი საგნად, რა დადებითი მხარეების აქვს მას და ღირს თუ არა, რეალურად, რესურსებისა და დროის ჭადრაკის სწავლებაში ხარჯვა და გამოიღებს თუ არა ის, რეალურ შედეგს?
ჭადრაკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, რთული და საინტერესო ინტელექტუალური თამაშია. ჭადრაკში, ორი მხარე ერთმანეთს უპირისპირდება თანასწორ ბრძოლაში, სადაც იმარჯვებს ის, რომელიც უკეთეს გეგმას შეიმუშავებს, დაინახავს ზუსტ სვლებს და წინასწარ გათვლის ყოველი სვლის მოსალოდნელ შედეგს. ჭადრაკში კიდევ მრავალი სხვა ნიუანსია და ამ ნიუანსთა ნაკრები ქმნის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საინტერესო გამოცდას ადამიანის გონებისათვის.
ჭადრაკის თამაშის დადებითი თვისებები
ზოგადად, ჭადრაკის თამაში ადამიანს უვითარებს აზროვნების უნარსა და მრავალ თვისებას. თამაშის დროს საჭიროა მოთმინება, ყურადღების კონცენტრაცია, კომბინაციების დანახვა, მათი გონებაში გადათამაშება, დამახსოვრება, დაგეგმვა და კრეატიულობა. გონების განვითარებისთვის უამრავი საჭირო კომპონენტი მოქცეულია მხოლოდ ერთ აქტივობაში - ჭადრაკის თამაშში.
ლოგიკურია, ჭადრაკის დაწყებით კლასებში დამატება შედეგიანი იქნება და ბავშვების გონებრივ განვითარებაზე დიდ გავლენას იქონიებს. კვლევების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭადრაკის სწავლება ბავშვებში განსაკუთრებით შედეგიანია, რადგან ბავშვის გონება მეტად მოქნილია და მარტივად ითვისებს ყველაფერს. ჭადრაკი ბავშვებისთვის იქნება ერთგვარი დამხმარე, სწავლის პროცესში. ისინი შეძლებენ ჭადრაკის თამაშით განივითარონ ის თვისებები, რომელიც სამომავლოდ სწავლის პროცესში გამოადგებათ (კრეატიულობა, ყურადღების კონცენტრაცია, ლოგიკური აზროვნება და სხვა)
მსგავსი რეფორმა და მისი შედეგები სხვა ქვეყნებში.
ჭადრაკი მრავალ ქვეყანაშია დამატებული არასავალდებულო, დამატებით საგნად. მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია ჭადრაკი უშუალოდ სკოლის ცხრილშია შეტანილი. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაგალითი, ამ მხრივ, არის სომხეთი, სადაც 6-8 წლის ბავშვები (მე-2,მე-4 კლასელები) აქტიურად შეისწავლიან ჭადრაკს. ეს ცვლილება ძალაში 2011 წელს შევიდა და მთელ მსოფლიოში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მრავალმა სპეციალისტმა რეფორმა დადებითად შეაფასა და იმედიც გამოთქვა, რომ ეს ცვლილება კიდევ მრავალ ქვეყანაში განხორციელდებოდა. აღსანიშნავია, რომ სომხეთში პროფესიონალ მოჭადრაკეთა რიცხვი 2005 წლის შემდეგ თითქმის გასამმაგებულია, ხოლო სომხური კვლევები ადასტურებენ ჭადრაკის ძლიერ გავლენას მოზარდთა გონებაზე.

რეფორმა საქართველოში
ჭადრაკის შესწავლისთვის იდეალურ ასაკად მიჩნეულია 7-8 წელი (სწორედ ამიტომ იწყება სომხეთში ჭადრაკის სწავლება მეორე კლასში), ხოლო, პირველკლასელი მოსწავლეები 6-7 წლისანი არიან მხოლოდ. უკეთესი და უფრო შედეგიანი იქნებოდა, თუ ჭადრაკის შესწავლა მთელ დაწყებით საფეხურზე გაგრძელდებოდა, მაგრამ ეს, გარკვეული მიზეზების გამო შეუძლებელია. საქართველოში, ჭადრაკის სპეციელისტთა დეფიციტია და არა თუ, მთელმა დაწყებითმა კლასებმა, შეიძლება ზოგმა სკოლამ ვერც დაიწყოს ჭადრაკის სწავლება კადრების არარსებობის გამო. შესაძლოა, განათლების სამინისტროს ეს რეფორმა ნაჩქარევი არმოჩნდეს, რადგან წინასწარ ნიადაგის შემზადების გარეშე, რთულია ახალი საგნის სკოლებში ხარისხიანად დანერგვა.
ჭადრაკის შესწავლა კარგი გამოცდილება იქნება პირველ კლასელთათვის, ხოლო, რამდენად კარგ შედეგს გამოიღებს ეს ცვლილება, ამას, მხოლოდ და მხოლოდ დრო გვაჩვენებს.
https://www.parents.com/kids/development/intellectual/benefits-of-chess/
https://www.chessmatec.com/post/benefits-of-integrating-chess-in-schools
https://www.bbc.com/news/stories-43084816
https://www.theguardian.com/world/2011/nov/15/armenia-chess-compulsory-schools
https://www.radiotavisupleba.ge/a/31858035.html
ავტორი: ალექსანდრე მთვრალაშვილი
0
0