ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტები სამშობლოში ორი მედლით დაბრუნდნენ
05/09/2024
13:21
სპორტი
A-
+A
პერუში გაიმართა ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელზეც საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ჩემპიონობა გიორგი გივიშვილმა (-66 კგ) იზეიმა, მესამე ადგილი კი ნოდარ კობალაძემ (+90 კგ) დაიკავა.
წარმატება სპორტსმენებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი არაბულმა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა და გულშემატკივრებმა მიულოცეს.
გიორგი გივიშვილმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე აბდულახ პარჩიევს სძლია, ნოდარ კობალაძემ კი ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლაში ფრანგი ჟან პასკალ ბი გოლი და კოსტა დაამარცხა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტები საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
0
0
92
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%