
თბილისში, ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ გზაზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, რომელიც ვაკესა და საბურთალოს აკავშირებს ერთმანეთთან, მოძრაობა გარკვეული დროით შეიზღუდება. ინფორმაციას ავრცელებს თბილისის მერია.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ 10 სექტემბრის ჩათვლით, 06:00-დან 12:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე - ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.
გარდა ამისა, 10 სექტემბრის ჩათვლით, 06:00-დან 08:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება თამარაშვილის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. ამ დროს მანქანები გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილისა და ცინცაძის ქუჩების, ასევე, ჩოლოყაშვილის გზატკეცილის საშუალებით.
მერიაში ამბობენ, რომ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე, პრევენციის მიზნით, ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამცავი ბადის მოწყობა და კლდის გაწმენდა გრძელდება.
0
0