05/11/2024
16:37
სოც-ქსელები
დღეს უარგუმენტო ბრალდებები ერთგვარ ტრენდად იქცა, ცესკოს ოპოზიციურ წევრებიც არჩევნების თავიდან ჩატარებას ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულების გარეშე ითხოვენ, უბრალოდ ასე უნდათ, ეს არის მთავარი არგუმენტი - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე წერს
,,ცესკოში ოპოზიციის კვოტით დანიშნულმა წევრებმა ბრიფინგი გამართეს, რომლის მიზანი ცესკოს დისკრედიტაცია და რეპუტაციული ზიანის მიყენებაა, სამწუხაროდ ცესკოს ოპოზიციური წევრების მხრიდან საბოტაჟური საქმიანობა გრძელდება. დღეს უარგუმენტო ბრალდებები ერთგვარ ტრენდად იქცა, ცესკოს ოპოზიციურ წევრებიც არჩევნების თავიდან ჩატარებას ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულების გარეშე ითხოვენ, უბრალოდ ასე უნდათ, ეს არის მთავარი არგუმენტი. სახელმწიფო პირადი სურვილების შესაბამისად არ იმართება, სახელმწიფო კანონებზე დგას და არა ვინმეს პირად შეხედულებებზე, ხელახალი არჩევნების მოთხოვნა, არასერიოზული და უსაფუძვლოა, რომლის შესახებ სერიოზული საუბარიც კი წარმოუდგენელია.
ცესკოს ოპოზიციური წევრებმა ასეთი ბრალდებაც გააჟღერეს, რომ არჩევნების, ეს იყო სპეცოპერაცია და ამის შესახებ ყველას საუბრობს, ხედავთ აბსურდის სიღრმეს? ცესკოს მოქმედი წერები რაღაც ბუნდოვან სპეცოპერაციაზე მტკიცებით ფორმაში საუბრობენ, არგუმენტად კი ის მოჰყავს, რომ ყველა ამის შესახებ საუბრობს... აქვე ერთი საინტერესო ფაქტი, დღეს ცესკოს შემადგენლობაში ოპოზიციის 8 წარმომადგენელი არის, კი მაგრამ თუ საქართველოში არა არჩევნები, არამედ სპეცოპერაცია ჩატარდა თქვენ სად იყავით? ბუზებს ითვლიდით თუ მსუყე ხელფასს?
ოპოზიციას საქართველოს მასშტაბით, კომისიის 25000 მდე წევრი ჰყავდა, რომელთაც არც განსხვავებული აზრი, არც პროტესტი არ გამოუთქვამთ, როგორც ფიქრობთ არჩევნები მასიურად ყალბდებოდა, დარღვეული იყო გარკვეული პროცედურის საკითხები და ოპოზიციის 25 000 მა წევრმა ვერაფერი დაინახა? ასევე ვერაფერი შეამჩნია რამდენიმე ათასმა დამკვირვებელმა, მედიის წარმომადგენელმა და ა.შ. ეს ხომ არალოგიკურია, არჩევნების გაყალბების შესახებ აპელირება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება და სრულად აღქმებზეა დაფუძნებული" - წერს ჩიხელიძე
0
0