
მისი თქმით, არჩევნების გამჭვირვალეობის ხარისხის ასამაღლებლად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 150 უბანი გადაითვლება.
„საჩივრების უმეტესობა შეეხებოდა პროცედურულ დარღვევებს და ჩვენ დეტალურ სტატისტიკას საჩივრებთან მიმართებით უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ. შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საჩივრებს განიხილავს 4 დღის ვადაში და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ხოლო ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა შესაბამის სასამართლოში კიდევ დამატებით არის ორი კალენდარული დღე. მინდა შეგახსენოთ, ასევე, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს და თითოეულ საარჩევნო ოლქში, სადაც ჩატარდა არჩევნების მეორე ტური, წილისყრით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გამოვლინდება 5-5 საარჩევნო უბანი და საერთო ჯამში, 150-მდე უბნის მონაცემები გადაითვლება, რაც არჩევნების გამჭვირვალობის ხარისხის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტია. აღნიშნული გადათვლების შესახებ ჩვენ, ასევე, უახლოეს მომავალში გაცნობებთ შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
0
0