03/04/2022
10:45
არჩევნები 2021
კალანდარიშვილის თქმით, როგორც ბათუმში, ასევე რუსთავსა და გარდაბანში ყველა უბანია დათვლილი.
„გაგაცნობთ არჩევნების წინასწარ შედეგებს – ბათუმში დათვლილია ყველა, 14-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები. №5 მათე ფუტკარაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- 3 244 ხმა – 30.98%; №41 რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 7 225 ხმა – 69.01%.
რუსთავსა და გარდაბანში დათვლილია ყველა, 121-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები. №34 მამუკა ტუსკაძე „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ – 2 634 ხმა- 6.95%; №41 ირაკლი შატაკიშვილი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 34 333 ხმა, 90.61%; №59 კამალ მურადხანოვი „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – 923 ხმა, 2.43%“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
0
0