
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, რუსეთის მიერ დაფინანსებული სამხედრო კომპანია ,,ვაგნერის“ გარდაცვლილი ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის პატივსაცემად, ძეგლი გაიხსნა.
პრიგიჟინისა და "ვაგნერის" მეთაურის დმიტრუ უტკინის ქანდაკება დედაქალაქ ბანგუში აღმართეს. როგორც ცნობილია, პრიგოჟინი და უტკინი 2023 წელს ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ. პრიგოჟინის ქანდაკება, პორტატული რაციით ხელში, ტყვიაგაუმტარი ტანსაცმლით არის შემოსილი, ხოლო მის კოლეგას AK-47-ის ტიპის ავტომატი უჭირავს.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის განცხადებით, აღნიშნული ქანდაკებები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის "ორმხრივი ურთიერთობის" სიმბოლოა. ქანდაკებების გახსნის ცერემონიას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რამო კლოდ ბირო და სამხედრო მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.
კრიტიკოსების თქმით, პრეზიდენტ ტუდერას მთავრობას, ქვეყნის რესურსების მიღების სანაცვლოდ, მხარს უჭერენ რუსების მიერ დაფინანსებული მებრძოლები და სხვა სამხედრო ჯგუფები.
0
0