
გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ, განაცხადა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის (ZNPP) მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვაზე პასუხისმგებელი პირები "ცეცხლს ეთამაშებიან".
რაფაელ გროსის განცხადებაში არ არის ხსენებული, თუ ვინ შეიძლება იდგეს დაბომბვის უკან, თუმცა უკრაინა და რუსეთი აფეთქებაში ერთმანეთს კვლავ ადანაშაულებენ.
"აფეთქებები ამ მსხვილი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მოხდა, რაც სრულიად მიუღებელია. აფეთქებებმა დააზიანა შენობები და აღჭურვილობა. თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. როგორც უკვე ბევრჯერ მითქვამს, თქვენ ცეცხლს ეთამაშებით", - თქვა გროსიმ.
რაფაელ გროსი უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთსა და უკრაინას ქარხნის ზონაში ბირთვული უსაფრთხოების ზომების განხორციელებისკენ მოუწოდებს.
0
0
აზერბაიჯანმა „სიენენს“ სასამართლოში უჩივლა
20/08/2026