
თავდაცვის ექსმინისტრმა და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელმა დავით კეზერაშვილმა ამავე არხის ეთერში თქვა, რომ თუკი ხელისუფლება დააყადაღებს კეზერაშვილის წილს, „ფორმულა“ მაინც იმაუწყებლებს, “იქნება „ფორმულა 1, 2, 3, 8.”
კეზერაშვილის თქმით, მმართველი ძალის კონტროლ ქვეშ არის ყველა პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსი.
„ხელისუფლება ცდილობს, რომ ამ ტელევიზიას სხვადასხვა ფორმით პრობლემები ჰქონდეს. ახლა რაღაც მოიგონეს და თავდაცვის სამინისტრო მიჩივის. ლოგიკურია რომ მე საქართველოში სხვა არაფერი მაქვს, მხოლოდ და მხოლოდ ეს წილია. ალბათ წავლენ მაგ გზით რომ დააყადაღონ ჩემი წილი. „ფორმულა“ იარსებებს, იქნება „ფორმულა 1, 2, 3, 8.
2-3 წელია ცდილობენ, რომ ე.წ. ქოლცენტრების თემაში ჩამრთონ. ეს თავისთავად აბსურდია. ჩვენ ვლაპარაკობთ ქვეყანაზე და ხელისუფლებაზე, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ უსმენს ყველას, მამაოს... მათ კონტროლ ქვეშ არის ყველა პოლიტიკური პარტია, პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსი.
იციან ყველას გადაადგილების შესახებ. შემდეგ გამოდიან და იძახიან რომ მე მაქვს საქართველოში არალეგალური ბიზნესი. როგორ წარმოუდგენიათ ეს? მე მიცავს გომელაური, ლილუაშვილი? ივანიშვილი? ან შეიძლება იმან {ბიძინა ივანიშვილი} არ იცის და ესენი {მმართველი ძალა} ატყუებენ. აბსურდულ რაღაცებს ამბობენ.
ეს ბრძოლა გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც შევძლებ რომ ვიბრძოლო. ბრძოლის ველიდან წასვლა ყველაზე ადვილია, იღებ გადაწყვეტილებას მიდიხარ სახლში, არანაირი ტრავმები აღარ გაქვს, არავინ არ გლანძღავს, არავინ აყენებს შენს ოჯახს შეურაცხყოფას, არავინ არ გემუქრება, მაგრამ არის ერთი მაგრამ, მერე სარკეში იყურები და „შენ ხარ ადამიანი, რომელიც გაგაგდეს“, - აცხადებს კეზერაშვილი.
ცნობისთვის, ტელეკომპანიის ეთერში ინტერვიუს სრული ვერსია დღეს გავა.
0
0