11/04/2023
15:24
პოლიტიკა
გიული ალასანია "ხალხის ძალის" წევრის, დეპუტატ ეკა სეფაშვილის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ ის შეურაცხყოფას პოლონეთს აყენებს. ცნობისთვის, სეფაშვილმა არ გამორიცხა, რომ ექსპრეზიდენტის ოჯახი ფულს იხდის ჯილდოებისთვის.
"ეს ლამაზი ქალბატონი აკეთებს განცხადებას, რომ ჩვენ ვიყიდეთ ეს ჯილდო, რომელსაც ჩემ შვილს გადასცემენ, ახლა 12-ში, პოლონეთში. მართალი გითხრათ, უკვე აღარაფერი აღარ მიკვირს თითქოს, მაგრამ მაინც გამიკვირდა, ნუთუ ვერ აცნობიერებს ადამიანი, რომელიც ამ განცხადებას აკეთებს, რომ ეს არის შეურაცხყოფა პოლონეთის, ეს იგი გამოდის, რომ მანამდე ჩვენ ალბათ ნორვეგია ვიყიდეთ და ასე დავდივართ და დაგვაქვს ტომრით ფული და ყველას ვიყიდულობთ. ცდილობენ ჩემი შვილი შეურაცხყონ და დაამცირონ ყველანაირად, იმედი მაქვს, ალბათ, ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ამ სახელმწიფოებს აყენებენ შეურაცხყოფებს", - თქვა ალასანიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს 25 მარტს ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს სახელობის დემოკრატიის პრიზი გადაეცა, ხოლო ამ დღეებში იგეგმება მისთვის პოლონეთის ერთ-ერთი ჯილდოს - „პრომეთეს ჯილდოს“ გადაცემა.
0
0