
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მათ არანაირი სურვილი არ აქვთ პოლონურ მხარესთან გააგრძელონ თანამშრომლობა.
მისი თქმით, ცდილობენ სააკაშვილის მოკვლას.
„ყოველთვის, როცა ხდება გააქტიურება ჩემი შვილის გარედან, აქედან უცებ ჩნდება რაღაც მორიგი სიბინძურე, რომ გადაფარონ ის კარგი, რაც მოხდა იქ. მთელი ეს თითქმის ორწლიანი ყოფნა ჩემი შვილის იქ, რა თქმა უნდა, ემსახურება იმას, რომ ჩემი შვილი როგორმე მოიშორონ თავიდან, ანუ მოკლან. ამას ემსახურებოდა მისი მოწამვლა, ამას ემსახურებოდა მისი წამება და ყველაფერი რაც მან გამოიარა. ახლა ადამიანი არის უკიდურეს მდგომარეობაში, ამას მე ვხედავ ყოველ შესვლაზე, კახექსიური, ძვალი და ტყავია ფაქტია“, - აცხადებს ალასანია.
0
0