09/03/2023
12:19
პოლიტიკა
ცალსახაა, რომ რუსეთი მარტივად არ დაგვთმობს - მისმა ყველა მეზობელმა იცის, რომ რუსეთი ცდილობდა, ცდილობს და ეცდება სხვა ქვეყნების ტერიტორიების მითვისებას და ეს უნდა შეჩერდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთსა და ე.წ. აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საბოლოოდ რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ არ აქვს სხვა ქვეყნებში შეჭრის უფლება.
„ჩვენ შემდეგი სამიზნე არ ვართ. ჩვენ მრავალჯერ ვიყავით სამიზნე, არამხოლოდ უახლოეს პერიოდში, არამედ 1921 წელს, პირველი დამოუკიდებლობიდან. საბჭოთა რუსეთის მიერ მოხდა ჩვენი სრული ანექსია და შემდეგ ისევ 1992-1993 წლებში, მეორე დამოუკიდებლობის პერიოდში, ისევ 2008 წელს და მრავალი რეპრესია მთლიანად ამ საბჭოთა მმართველობის პერიოდში.
ასე, რომ საქართველო შემდეგი არაა, ის რეალურად, უწყვეტად, რუსული აგრესიისა და რუსეთის იმპერიალიზმის მსხვერპლია. ეს შეიძლება იყოს, საქართველოში ფეხის მოკიდების, კიდევ ერთი, არაპირდაპირი გზა. საქართველო უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვართ შავი ზღვა, ჩვენ ვართ შემდეგი ევროკავშირის გაფართოებაში, ადგილი სადაც ტრანსკავკასია ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოში და ევროპაში სამომავლო ბალანსისათვის.
ამიტომ, ნათელია, რომ რუსეთი არ აპირებს ადვილად დათმოს, მაგრამ, რუსეთი აგებს ომს უკრაინაში, რუსეთი კარგავს ყველანაირ მიმზიდველობას, რომელიც შეიძლებოდა ვინმეს ჰქონოდა. რუსეთის ყველა მეზობელმა იცის, რომ რუსეთი ცდილობდა ან ეცდება სხვა ქვეყნების ტერიტორიების მიტაცებას და ეს უნდა შეწყდეს.
რეალურად უკრაინაში მიმდინარე ომისა და მისი დასასრულის ფუნდამენტური საკითხი იქნება რუსეთის, როგორც საოკუპაციო ძალის შეჩერება, რომელსაც ის ბოლო საუკუნე ნახევარი წარმოადგენს. ეს არის ჩვენი მომავალი. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ თუ მას სურს განხილული იყოს, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ნორმალურ პარტნიორი მან საბოლოოდ უნდა გაიგოს, რომ მას როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანას საზღვრები აქვს და არ აქვს სხვაგან შეჭრის უფლება“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
0
0